გიორგი ამილახვარის განცხადებით, საქართველო სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში წევრიანდება, რითაც ქვეყანამ „საუკეთესო საერთაშორისო“ პრაქტიკა უნდა მიიღოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საქართველო სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიციაში წევრიანდება, რითაც ქვეყანამ „საუკეთესო საერთაშორისო“ პრაქტიკა უნდა მიიღოს.

როგორც მან ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, სამინისტროში სპეციალური პროგრამა შეიქმნა, რომელიც შეისწავლის თითოეული სკოლის შესაძლებლობებს და იმას თუ, როდის შეძლებენ ისინი სასკოლო კვების პროცესში ჩართვას.

„მე და ჩვენ არასდროს გავურბივართ, მათ შორის, მძიმე და მწვავე თემებზე საუბარს. საინტერესოა, რომ ჩვენს ოპონენტებს ბოლო ხანს გაახსენდათ მაინც და მაინც სასკოლო კვება. არადა, კარგად მოგეხსენებათ, მეგობრებო, მრავალი წელია გამოწვევა არის და ჩვენგან, სისტემისგან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. ამიტომ, პრემიერთან შეთანხმებით დავიწყეთ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. პირველი, რაც გავაკეთეთ, სამინისტროში სპეციალური პროგრამა შევქმენით, რომელიც ქალაქების, რაიონების დონეზე იწყებს თითოეული სკოლის შესწავლას, თუ რა შესაძლებლობებია იქ, რა სჭირდებათ და როდის შეძლებენ ისინი სასკოლო კვების პროცესში ჩართვას და ამ საკითხზე პასუხს. ეს ჩვენ ნათელ სურათს მოგვცემს უახლოეს მომავალში, თუ როდის, რა კონცეფციით შეგვიძლია ჩვენ აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დაწყება.

მეორე, სკოლის ბუფეტებთან დაკავშირებული ბრძანება რამდენიმე წელია არ გადახედილა და განახლებულა. აქაც, მშობელთა ასოციაციის ფართო ჩართულობით, ჩვენს დარგობრივ სამინისტროებთან ერთად კოორდინაციით, მივიღეთ დოკუმენტი, სადაც ის სტანდარტები დავამკვიდრეთ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით არის აპრობირებული.

და მესამე, ჩვენ ვწევრიანდებით საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს არის სასკოლო კვების საერთაშორისო კოალიცია, სადაც პრაქტიკულად, ჩვენ გავხდებით იმ ქვეყნებთან ერთად მონაწილე, რომლებიც ჩართულია სასკოლო კვებაში და რითაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას მივიღებთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება