გამოკითხვის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება - დააფიქსირე შენი აზრი და შეადგინე სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“

საქართველოში წიგნებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი გრძელდება. კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. პროექტის ფარგლებში გამომცემლობა „პალიტრა L” გამოკითხვას ატარებს და მათთვის თანამედროვე მკითხველის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, თავად აირჩიოს და გადაწყვიტოს, რომელიც წიგნი შევა ამ სერიაში.

ხმის მიცემა ონლაინ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს. შეგიძლიათ, ჩაერთოთ გამოკითხვაში და თქვენი მოსაზრება „პალიტრა L-ს“ გაუზიაროთ ბმულზე.

„გარკვეული პერიოდის შემდეგ ლიტერატურული მეხსიერება და გემოვნება იცვლება. ჩვენ 15 წლის შემდეგ ვადგენთ ახალ სიას. როგორც წინა პროექტების შემთხვევაში, ესეც გამოკითხვაზე დამყარებული პროექტია და მკითხველისგან ველით აქტიურობას. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ყველასთვის საყვარელი პროექტის გაგრძელებამაც ისეთივე სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს, როგორც ეს წლების წინ იყო“, - აცხადებენ გამომცემლობა „პალიტრა L-ში“.

პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის წინ ახალი სიტყვა იყო ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. მან წიგნის პოპულარობა საქართველოში ახალ დონეზე აიყვანა, წიგნის თაროები ახალი გამოცემებით შეავსო. მკითხველი კვირიდან კვირამდე ელოდა, როდის გამოიცემოდა სერიის ახალი წიგნი და როდის წაიკითხავდა მას.

საინტერესოა, პროექტის განხორციელების იდეა ედინბურგის წიგნის ფესტივალზე გაჩნდა, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტი 50 books to read before you die. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია შექმნილიყო პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“.

ხმის მიცემა მალე დასრულდება. შედეგების მიხედვით კი გამოიცემა 15 წიგნი, რომლებიც ერთი სერიის ქვეშ გაერთიანდება და მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება