გიორგი ამილახვარი PISA-ს კვლევაზე - ამ კვლევებზე კოვიდპანდემიის უდიდესი გავლენა არის და რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები ექნებოდა

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, PISA-ს ბოლო კვლევის შედეგებზე კოვიდპანდემიის უდიდესი გავლენაა და რომ არა კოვიდპანდემია, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები ექნებოდა.

მისივე თქმით, კვლევის შედეგები არ არის სახარბიელო და ამით ვერავინ თავს ვერ მოიწონებს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ზოგად განათლებაში კოვიდპანდემიის გამოწვევებს, სხვა შემთხვევაში ეს ციფრები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული იქნებოდა.

„რაც შეეხება PISA-ს ბოლო კვლევას, ეს რა თქმა უნდა, სახარბიელო შედეგები არ არის და არავინ და ვერავინ თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ თქვენ მე, ასევე გთხოვდით, რომ ვინც ამ საკითხებით ინტერესდებით და აშუქებთ, ასევე, დაინტერესდით რა ხდება სხვა ქვეყნებში. ამ კვლევებზე კოვიდპანდემიის უდიდესი გავლენა არის და რომ არა კოვიდპანდემია საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები ექნებოდა. ახლა იცით, რომ გაუარესებული არ არის, მაშინ როდესაც ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორიც არის ამერიკა და სხვა წამყვანი ქვეყნები ევროპაში მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აქვთ. რატომ? იმიტომ, რომ იმ პერიოდში უდიდესი გავლენა და ეფექტი კოვიდპანდემიის განათლებაზე იყო. ერთი რაც აქედან ჩანს, საქართველო ძალიან კარგად გაუმკლავდა ზოგად განათლებაში კოვიდპანდემიის გამოწვევებს, სხვა შემთხვევაში ეს ციფრები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაუარესებული იქნებოდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე კმაყოფილია ან თავს ვიწონებთ ახლა ამ შედეგებით. რა თქმა უნდა არა, სწორედ, ეს რეფორმები მიგვიყვანს ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში, რომ დიახ, PISA-ს შედეგებიც მათ შორის, განათლების ხარისხის კვლევებში მკვეთრად გაუმჯობესებული იქნება, ამას რამდენიმე წელი დასჭირდება, ალბათ, 3-4 წელი“, - განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება