ზურაბ პატარაძე - ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აზერბაიჯანში მოიტანს განსაკუთრებით დიდ დივიდენდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პატარაძის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განსახორციელებელი.

„აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან იყო განხილული მთელი რიგი ეკონომიკური საკითხები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის. ხაზგასმის აღინიშნა მნიშვნელოვანი პროექტი. საუბარია ელექტროკაბელის გაყვანაზე შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც დააკავშირებს ჩვენს რეგიონს ევროპის ქვეყნებთან. ასევე „შუა დერეფნის“ გაძლიერება, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება, გაფართოება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში, ექსპერტების მოსაზრებით და ჩვენი უწყებების ინფორმაციით, დასრულდება, რაც ხუთჯერ გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დგას დღის წესრიგში და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, სტრატეგიულ პარტნიორთან და დღევანდელი ვიზიტი მოიტანს განსაკუთრებით დიდ დივიდენდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში“, - აღნიშნა პატარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს