"საქართველოს საბანკო ასოციაციამ" გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს საბანკო ასოციაცია ESG მიმართულებით ცნობიერების ამაღლების აქტივობებს აგრძელებს. 2023 წელს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და ფონდი EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასოციაციამ ESG მიმართულებით ინსტიტუციონალური გაძლიერება მოახდინა და სასწავლო პროგრამა ჩამოაყალიბა.

შეხვედრის მიზანი აღნიშნული სასწავლო პროგრამის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებისთვის წარდგენა იყო. შეხვედრას კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ფაინენს ინმოუშენის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ასოციაციების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმაალექსანდრე ძნელაძემ მიმართა. ალექსანდრემ აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მდგრადი ფინანსები და ESG ფაქტორების გათვალისწინება მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და ფაინენს ინმოუშენის წარმომადგენლებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელმაც ESG მიმართულებით ასოციაციის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

მდგრადი დაფინანსებისა და ESG პროექტების კოორდინატორმა ლევან გოგოლაძემ ESG მიმართულებით მიმდინარე მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, შემდეგ კი ტრენინგ პროგრამა წარადგინა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე, სამხრეთ კავკასიაში IFC-ის ESG საკონსულტაციო პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი და ევროპაში SBFN-ის რეგიონალური კოორდინატორი ბორის ჯანჯალია და ფაინენს ინ მოუშენი საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი ივანე ლექვთაძე იყვნენ. პანელურ დისკუსიას ლევან გოგოლაძე უძღვებოდა. ღონისძიება ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ დახურა.

„ჩვენ მადლობას ვუხდით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) და ფაინენს ინმოუშენს შესაძლებლობისთვის, შეგვექმნა იმგვარი ტრენინგ პროგრამა, რომელიც ESG მთავარ გამოწვევებს პასუხობს საქართველოში. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ESG და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით, დღეს საბანკო ასოციაციას უკვე გააჩნია ინსტრუმენტი, რათა განავითაროს ESG უნარები, როგორც სექტორის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს