ნანა ტოხვაძე - ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია

ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რაც მთავარია, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია, როდესაც საქმე ეხებოდა სამართლიან მოთხოვნას, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებას, რომ სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსები გაიმართება.

როგორც ტოხვაძე აღნიშნავს, საერთო ბრძოლის შედეგად სისტემამ უკან დაიხია და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სკოლებს კვალიფიციური კადრები დაუბრუნდნენ.

მისივე თქმით, განათლების სისტემის გაჯანსაღებისთვის სკოლების მმართვის დემოკრატიული პრინციპები აუცილებელია.

„ჩვენმა საერთო ბრძოლამ შედეგი გამოიღო და რაც მთავარია, დღეს სისტემას უკან დახევა მოუწია. ორი ადამიანის სამართლიანი ბრძოლა, რომლის უკანაც იდგნენ დაჩაგრული, სისტემისგან პოლიტიკური წნეხით დაწუნებული დირექტორები, მათ შანსი ეძლევათ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ დაინიშნოს კონკურსები და სამართლიანობის პრინციპით აირჩიონ ის ადამიანები, კვალიფიციური კადრები სკოლებში და არა მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის დანიშნული დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები.

ჩვენი ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ მაია ეკალაძისა და დათო ფერაძის დაწყებულმა პროტესტმა, ორი კვირა, სუსხსა და სიცივეში, სადღეღამისო რეჟიმში დგომამ, შედეგი გამოიღო და სისტემას უკან დახევა მოუწია. გიორგი ამილახვარმა უკან დაიხია, როდესაც საქმე ეხებოდა სამართლიან მოთხოვნას. დემოკრატია, სკოლის მმართველობა და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი, თუ გვინდა, რომ მომავალი გვქონდეს და განათლების სისტემა გაჯანსაღდეს“, - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება