თინა ბოკუჩავა თეა ახვლედიანს - მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ და იტაცებენ?!

იზიარებთ ღარიბაშვილის პროპაგანდისტული ყალბი რუსული მშვიდობის იდეას და მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ და იტაცებენ?! - ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, ხალხს მოახვიოს რუსული ყალბი მშვიდობის იდეა და თავს ამ ყალბი რუსული მშვიდობის გარანტად აცხადებს.

„ამ დროს, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2012 წლიდან დღემდე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს 1614 მოქალაქე და 40 სხვა ქვეყნის მოქალაქე. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1191 მოქალაქე და სხვა ქვეყნის 22 მოქალაქე. ამჟამად, უკანონო პატიმრობაში რჩება 11 პირი. ამ დრომდე არ დასჯილან ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის, 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას, 2023 წელს თამაზ გინტურის და თემურ კარბაიას მკვლელობაზე. გთხოვთ, მიპასუხოთ, ასე გამოიყურება თქვენთვის მშვიდობა? იზიარებთ ღარიბაშვილის პროპაგანდისტული ყალბი რუსული მშვიდობის იდეას და მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ დაიტაცებენ?! თქვენ, როგორც შერიგების მინისტრს, როგორ გესმით, როგორც მხოლოდ ნეგატიური მშვიდობა, თუ ასევე, როგორც პოზიტიური მშვიდობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ომით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებას, განვითარებას და კეთილდღეობას გულისხმობს. და თუ ეს უკანასკნელია ის განმარტება, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ხელისუფლება და არა ივანიშვილის რუსული ყალბი მშვიდობის კონცეფცია, როგორ აფასებთ მშვიდობად იმ უმძიმეს მოცემულობას, სადაც ოკუპაციის ხაზის მიმდებარე დასახლებების მხოლოდ 33%-ს აქვს წყალგაყვანილობა და აქედან მხოლოდ 73%-ს აქვს სასმელი წყალგაყვანილობა, 38%-ისთვის საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო