თეონა აქუბარდია თეა ახვლედიანს - თქვენ დაგმეთ თემურ კარბაიას მკვლელობა, თუმცა, მაინტერესებს, რამ შეგიშალათ ხელი, რომ აქამდე ვერ მოახერხეთ და მხოლოდ, პარლამენტში გამოსვლისას თქვით?

თქვენ წინა ანგარიშში რუსეთი საერთოდ არ იყო ნახსენები. მივესალმები ახლა რომ ახსენეთ რუსეთიფიკაცია, ეს პროგრესია, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

როგორც აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესების კუთხით, ჩვენი პოლიტიკა წარსულშია ჩარჩენილი.

„თქვენ დაგმეთ თემურ კარბაიას მკვლელობა, თუმცა, მაინტერესებს, რამ შეგიშალათ ხელი, რომ აქამდე ვერ მოახერხეთ და, მხოლოდ, პარლამენტში გამოსვლისას თქვით. თან ბრალდებების კუთხით თავი იმართლეთ. არ მესმის, თუ რატომ არ შეიძლება მთავრობამ ამოიღოს ხმა, როდესაც საკუთარ მოქალაქეს კლავენ.

მაინტერესებს, სახელმწიფო პოლიტიკაზე როდესაც ლაპარაკობთ, რამდენად არის ადეკვატური ჩვენი პოლიტიკა იმ მოცემულობასთან, როდესაც არძინბას [ინალ] ბრძანება იყო, ევროპული ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების აკრძალვის. ნდობის აღდგენისა და სამშვიდობო პროცესების კუთხით, საერთოდ, ჩვენი პოლიტიკა წარსულშია ჩარჩენილი. თანამედროვე პროცესები კიდევ უფრო გაუარესებულია და რატომ არ ვმსჯელობთ პოლიტიკის განახლებაზე ან იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებულ პოლიტიკას აქვს?

არ მესმის, როდესაც ოკუპაციას ვახსენებთ, რუსეთის ოკუპაცია რომ ვთქვათ. თქვენ წინა ანგარიშში რუსეთი საერთოდ არ იყო ნახსენები. მივესალმები ახლა რომ ახსენეთ რუსეთიფიკაცია, ეს პროგრესია. რატომ არ შეიძლება ამ კუთხით მეტის გაკეთება, მით უფრო, როდესაც ვსაუბრობთ მძიმე შედეგებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს კლავს და უბედურ მდგომარეობაში აყენებს, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს.

3 წელია გისმენთ და პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან აწუხებს და რა გვჭირდება იმისთვის, რომ გავერთიანდეთ - თქვენგან არასდროს მომისმენია. იქნებ ამაზე მიპასუხოთ, მით უფრო, როდესაც საუბარია ქალებზე, რომლებიც ოკუპაციის პირისპირ მარტო არიან. მთავრობის მხრიდან ერთი სიტყვა არ თქმულა იმისათვის, რომ მათ უსაფრთხოებას მთავრობა დაიცავს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია