სალომე სამადაშვილი თეა ახვლედიანს - რისთვის საქმიანობთ, რაიმე სტრატეგია ან ხედვა გაქვთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე? დღეს ვერაფერი გვითხარით

რისთვის საქმიანობთ? რაიმე სტრატეგია ან ხედვა გაქვთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე? დღეს ვერაფერი გვითხარით, - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

სალომე სამადაშვილის თქმით, გაუგებარია რა შედეგებს დებს და რას ცვლის მინისტრის საქმიანობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

„თქვენს ანგარიშს გავეცანით ქალბატონო მინისტრო, ოღონდ ვერ გავიგეთ თქვენი საქმიანობა მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით რას ცვლის ჩვენს ქვეყანაში. რა შედეგს დებს თქვენი საქმიანობა კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით? თქვენი საქმიანობა თქვენ აღწერეთ ძალიან დეტალურად თქვენს ანგარიშში, მაგრამ ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როდესაც ოკუპაცია და ანექსია ღრმავდება, ეთნიკური ქართველების უფლებები კიდევ უფრო ირღვევა, საოკუპაციო ზოლთან ჩვენი მოსახლეობისგან სოფლები იცლება, ათასობით ჩვენი თანამოქალაქის გატაცება ხდება. გასული ერთი თვის მანძილზე ორი მოგვიკლეს. პირველ რიგში მინდა გავიგო, რისთვის საქმიანობთ? რაიმე სტრატეგია ან ხედვა გაქვთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე? დღეს ვერაფერი გვითხარით.

მაგალითად, მე მაინტერესებს, საერთოდ რამე ხედვა თუ გაქვთ იმიტომ, რომ მინისტრი ხართ. აქ რომ მოდიხართ თქვენგან ველოდებით, რომ რაღაცას გვეტყვით, რაღაცა სტრატეგია გაქვთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა