თეა ახვლედიანი - მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა და კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა და კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

თეა ახვლედიანის თქმით, იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის და სამშვიდობო ინიციატივების თანმიმდევრულ და პრაგმატულ განხორციელებას, ერთიანი სამთავრობო მიდგომის საფუძველზე, იმისთვის, რომ არსებული მძიმე რეალობისა და მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, მეტ შედეგებს მივაღწიოთ ხელოვნურად გაყოფილი მოსახლეობის ნდობის აღდგენისა და შერიგების გზაზე:

ამ თვალსაზრისით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა და კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა, პანდემიის პერიოდშიც კი. უფრო მეტიც, იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს, რაც ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე უმთავრესი შედეგია.

ასევე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნდობის აღდგენის ინიციატივებისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას, რომელთა ფარგლებში, გამყოფი ხაზების ორივე მხრიდან საზოგადოების სხვადასხვა, მათ შორის პროფესიული წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ და არაფორმალურ, ნეიტრალურ გარემოში მსჯელობენ ისეთ დარგობრივ თემებზე, რაც მათ ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებთ და ერთიანი პროდუქტების შექმნის შესაძლებლობას აძლევთ. ერთ-ერთი ამგვარი უნიკალური პროექტის შედეგების პრეზენტაცია, ევროსაბჭოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, წელს გავმართეთ, რომელიც 2015-2023 წლებში ქართველი და აფხაზი არქივის სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული 5 უნიკალური ისტორიული გამოცემისა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის წარმოჩენას მიეძღვნა”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება