აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს

აშშ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის 250-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ასანქცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებენ.

კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 150-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა. სანქციების ქვეშ თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჩინეთში, შვეიცარიაში, სინგაპურში, ყირგიზეთში, მალდივებსა და ტაჯიკეთში მდებარე კომპანიები მოხვდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თავის მხრივ, 100-ზე მეტი პირი დაასანქცირა სანქციებისთვის გვერდის ავლისთვისა “და რუსეთის სამომავლო ენერგეტიკული საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის”.

“შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტების გამოყენებას ანგარიშვალდებულებისთვის უკრაინაში რუსეთის დანაშაულებისთვისა და მათთვის, ვინც აფინანსებს და მხარს უჭერს რუსეთის ომის მანქანას”, - განაცხადა ბლინკენმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება