თეა ახვლედიანი - ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის, რაც სამშვიდობო ინიციატივით, ჩვენ მიერ დანერგილი მორიგი მექანიზმია

ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის, რაც სამშვიდობო ინიციატივით, ჩვენ მიერ დანერგილი მორიგი მექანიზმია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

მისი თქმით, ჯანდაცვის კუთხით, რეფერალური სახელმწიფო პროგრამის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებასთან ერთად, გრძელდება აფხაზეთის რეგიონის დახმარება სათანადო მედიკამენტებითა და ვაქცინებით

„სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომის ხელშეწყობა და ამ მიზნით, მუშაობის გაგრძელება შესაბამისი მექანიზმების სათანადო ფუნქციონირების და მათი შემდგომი სრულყოფის უზრუნველსაყოფად. ჯანდაცვის კუთხით, რეფერალური სახელმწიფო პროგრამის უწყვეტ და ეფექტიან ფუნქციონირებასთან ერთად, გრძელდება აფხაზეთის რეგიონის დახმარება სათანადო მედიკამენტებითა და ვაქცინებით. სიახლეს რაც წარმოადგენს - წელს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის 3 დადგენილებაში, რის შედეგადაც ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, იქნება ეს ც-ჰეპატიტის, დიალიზის, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მომსახურების, დიაბეტის თუ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, ნეიტრალური პირადი ნომრით რეგისტრაციის მქონე პირებისთვის, რაც სამშვიდობო ინიციატივით ჩვენს მიერ დანერგილი მორიგი მექანიზმია“,-განაცხადა ახვლედიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება