ილია ღუდუშაური - DRG მოდელით, ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფომ, 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა

DRG მოდელით, ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფომ, 2 200 მშობიარობის შემთხვევა სრულად დააფინანსა, - აღნიშნულის შესახებ ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, რეფორმა წარმატებულია, ტარიფები ეფექტური და ყველა პროვაიდერი კლინიკისთვის მისაღები.

„ამ დრომდე დაფინანსება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში - 500 ლარი, საკეისროს შემთხვევაში კი 800 ლარი იყო. თუმცა, კლინიკებს შეეძლოთ, მშობიარისთვის დამატებით მოეთხოვათ გადასახადი, იმის შესაბამისად, თუ რა ტარიფს დაადებდა სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ სერვისს. შესაბამისად, თითქმის, ყველა მშობიარეს უწევდა თანხის დამატება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო, კლინიკებთან, ექიმებთან და ასოციაციებთან, რამდენიმე თვის განმავლობაში, მუშაობდა. კლინიკებისგან მოხდა ხარჯებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა და სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე განისაზღვრა ახალი ტარიფი - 1220 ლარი.

„დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის, გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. კლინიკებისგან გამოთხოვილი იყო ინფორმაცია ხარჯებთან დაკავშირებით, ასევე - აყვანილი ექიმის თანხა. საბოლოოდ, ყველა კლინიკისთვის ერთიანი სატარიფო არეალი ჩამოყალიბდა. ვფიქრობთ, რომ ტარიფები ყველა პროვაიდერისთვის მისაღები და ეფექტურია“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება