სახელმწიფო მინისტრი - სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, გრძელდება, სახელმწიფო დაფინანსებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უგამოცდოდ ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში

სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, გრძელდება, სახელმწიფო დაფინანსებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უგამოცდოდ ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

თეა ახვლედიანის განცხადებით, წელს აღნიშნული შესაძლებლობით 235-მა სტუდენტმა ისარგებლა.

„აფხაზეთის რეგიონიდან სხვადასხვა უნივერსიტეტში დამატებით 6 ახალგაზრდა ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხა, ხოლო, 4 ახალგაზრდა - ცხინვალის რეგიონიდან, 1+4 პროგრამის საფუძველზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული სკოლისშემდგომი მოსამზადებელი პროგრამისა და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიმართულებით. ამასთან, ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების ინტერესები, საჭიროებები და სასწავლო პროცესში ინტეგრაციის დინამიკა.

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი პროგრამებისა და სერვისების გამარტივებული, სტატუს-ნეიტრალური გზით გამოყენების შესაძლებლობების თაობაზე ინფორმაციის ერთი ფანჯრის პრინციპით შეთავაზებას ემსახურება ერთიანი საინფორმაციო პორტალი. მისი შემუშავების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პორტალი მომხმარებელზე მორგებული, მარტივი და ვფიქრობ საინტერესო სახელმძღვანელოა, რომელიც, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო