თეა ახვლედიანი - ჯამში, წელს, გამყოფი ხაზის 24 სოფლის წარმომადგენელ მოსახლეობას შევხვდით

2023 წელს, გამყოფი ხაზის 24 სოფლის წარმომადგენელ მოსახლეობას შევხვდით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

თეა ახვლედიანის თქმით, ხორციელდება რეგულარული აქტივობები გამყოფი ხაზის სოფლებში ქალების ცნობიერების ამაღლების, ასევე უნარ-ჩვევების გაძლიერების კუთხით.

„გრძელდებოდა მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, როგორც ინდივიდუალურად, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატთან დაარსებული ექსპერტთა საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში. ამასთან, წელს, აღნიშნული ფორმატების შეხვედრებზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საპატიო სტუმრის სტატუსით მოვიწვიეთ მაღალი რანგის უცხოელი პარტნიორები, აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით, რაც მეტად სასარგებლოდ და საინტერესოდ იქნა შეფასებული.

მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერება, მათ შორის „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, როგორც სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერის, ასევე - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებების გამოვლენისა და მათზე რეაგირების გზით. სხვადასხვა ფორმატში იმართებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებთან თბილისსა და ზუგდიდში გავმართეთ. ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ ასევე ვახორციელებთ რეგულარულ აქტივობებს გამყოფი ხაზის სოფლებში ქალების ცნობიერების ამაღლების, ასევე უნარ-ჩვევების გაძლიერების კუთხით. ჯამში, წელს, გამყოფი ხაზის 24 სოფლის წარმომადგენელ მოსახლეობას შევხვდით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მშვიდობის ფონდის ბენეფიციართა 43%-ს ქალები შეადგენენ”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება