თეა ახვლედიანი - გამოვთქვამთ მზაობას, ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე - შევთავაზოთ აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში

გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.

„პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე გამოწვევების, პროვოკაციული ქმედებებისა თუ უფრო ფართო რეგიონში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა განუხრელად, თანმიმდევრულად და ინტენსიურად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მხრივ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - საკუთარი სამშვიდობო ვალდებულებების ერთგული რჩება. იმავდროულად, უწყვეტად მუშაობს, რათა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა უახლოეს მომავალში რეალობად აქციოს. სწორედ მშვიდობის განმტკიცების, სტაბილურობის და მდგრადი განვითარების პრინციპები, ეროვნული და ერთიანი ევროპული ღირებულებები ქმნის მყარ ფუნდამენტს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.

გამოვთქვამთ მზაობას, რომ ევროინტეგრაციის მონაპოვარი თანაბრად გავავრცელოთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე; შევთავაზოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს ახალი შესაძლებლობები და უკეთესი მომავლის პერსპექტივა ერთიან, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოში. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა ჩვენგანის ისტორიული არჩევანია”,- განაცხადა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება