სახელმწიფო მინისტრი - 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტო და გამორჩეულია, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით

2023 წელი, ნამდვილად, უპრეცედენტო და გამორჩეულია, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ახვლედიანის თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 60-მდე პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხდა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, განახლდა ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრები.

„მსურს აღვნიშნო, რომ 2023 წელი, ნამდვილად, უპრეცედენტო და გამორჩეულია, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უდიდესი მხარდაჭერით, წელს ჩვენ მოვახერხეთ აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 60-მდე პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება.

გარდა ამისა, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, განვაახლეთ ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრები. ამასთან, წარმატებით გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ორიენტირებულია პროგრამაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდაზე. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უკვე გაზრდილი კომპეტენციებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, 30 აგვისტოს, წელს პირველად, ოჯახებთან ერთად, დედაქალაქის პარალელურად, ერთდროულად 4 რეგიონში მასშტაბურად აღინიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით განვაგრძობთ მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ოჯახს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება