ოლივერ ვარჰეი - საქართველომ და მისმა მთავრობამ რეფორმები შეასრულეს, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ

საქართველომ და მისმა მთავრობამ რეფორმები შეასრულეს, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად [ევროკავშირის წევრი ქვეყნების] ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან ნათელია. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გამოიარა, საქართველომ, მისმა მთავრობამ [რეფორმები] შეასრულა. ასე რომ, მათ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

გააკეთებს თუ არა ამას ევროპული საბჭო - ვნახავთ. ჩემი მესიჯი საქართველოს მთავრობისადმი და ქართველი ხალხისადმი არის „გააგრძელეთ მუშაობა“. ეს წარმატების საუკეთესო რეცეპტია”, - განაცხადა ვარჰეიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება