Reuters - რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე შეგროვებული არმიის 90%-მდე დაკარგა

რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე შეგროვებული არმიის 90%-მდე დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ამერიკული დაზვერვის მონაცემების მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ამერიკული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროების მიერ მოსკოვის პირადი შემადგენლობისთვისა და ჯავშანტექნიკისთვის მიყენებულმა დანაკარგებმა რუსული სამხედრო მოდერნიზაცია 18 წლით უკან გადაწია.

წყაროს თანახმად, აშშ-ის დაზვერვის შეფასებებით, რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა 360 000 სამხედრო მოსამსახურით დაიწყო. მას შემდეგ, აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული რაოდენობიდან 315 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლულ ან დაჭრილ იქნა, რაც სრული შემადგენლობის დაახლოებით 87%-ს შეადგენს.

გამოცემის წყაროს თანახმად, აღნიშნულმა დანაკარგებმა რუსეთი აიძულა სამხედრო გაწვევის სტანდარტები შეესუსტებინა და ნასამართლევი და ასაკიანი პირების გაწვევა მოეხდინა.

წყაროს თანახმად, რუსეთმა ბრძოლის ველზე ჯავშანტექნიკის 1,300 ერთეული დატოვა, და დანაკარგების შევსება 1970-იან წლებში წარმოებული T-62 ტანკებით უწევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს