მიხეილ სარჯველაძე - კაჟივით მტკიცე ვართ იმ პოზიციაში, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია

მართლა კაჟივით მტკიცე ვართ იმ პოზიციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი იმყოფება.

სარჯველაძის თქმით, რთული სანახავი იყო ის დამოკიდებულება, რომელიც ოპოზიციამ გამოავლინა დღეს „მინისტრის საათზე“, იმ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც არ შეიძლება ცდილობდე პოლიტიკური დივიდენდების აღებას, მაშინ, როდესაც თემა არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის და ღირებულებების.

„ეს უბრალოდ, პოლიტიკურად არა, ადამიანურადაც ამორალური გახლავთ. აქ იყო ხაზგასმა კვალიფიკაციასთან და ექსპერტიზის ნაკლებობის დაკავშირებით, მაგრამ ნება მიბოძეთ ამ თვალსაზრისით არ დაგეთანხმოთ. მე არ მგონია, ვინმეს კარგად არ აქვს გათავისებული, რომ შერიგების სამინისტრო არ არის ის სამინისტრო, რომელსაც მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის უფლება აქვს. არ შეიძლება შერიგების სახელმწიფო მინისტრს ეკითხებოდე, მაგალითად, გამოძიების დეტალებს ან რა უნდა მოხდეს რაღაც კონკრეტული სამართალდარღვევების პრევენციისთვის, რომელიც თავისთავად უკიდეგანოდ დიდი მნიშვნელობის საკითხებია, ამას არავინ აკნინებს, მაგრამ უნდა იცოდეს, სად, როდის, ვისთან უნდა დასვა ეს კითხვები და არ უნდა აქციო ეს თემები მანიპულაციის საგნად. დღეს რამდენჯერმე ახსენეს ენის მოჩლექით ვინმესთან ლაპარაკი. გულწრფელად ვამბობ, ჯერ ერთი, არავის ენა არ მოუჩლექია, ეს არის ტყუილი და საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ არავის ჩვენ ხელისუფლებაში, არავისთან ენა არ მოუჩლექია. ვართ მართლა კაჟივით მტკიცე იმ პოზიციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, უბრალოდ, შეუძლებელია სტრასბურგში 2021 წელს ჩვენ ქვეყანას ეზეიმა გამარჯვება. გამარჯვების შინაარსი კი, ეს გახლავთ, რომ დე იურე, ვინც სტრასბურგის იურისპრუდენციას აღიარებს შეუძლებელია ვინმემ ოდესმე ეჭვქვეშ დააყენოს, რომ რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი სახელმწიფო, ნებისმიერი უფლების დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე პასუხისმგებელი. თუ ენის მოჩლექა ამას ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ იციან, რომ ასე არ არის.

რას გვთხოვენ ან რას უწუნებენ მინისტრს? ამიხსენით, რა უნდა გაკეთდეს მართლა, ომის გამოცხადების გარდა, რა არის კონკრეტული ღონისძიება, რომელიც უნდა კეთდებოდეს და არ კეთდება? ვინმემ თქვას და დაასახელოს“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რითაც ოპოზიციას მიმართა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება