ვოლოდიმირ ზელენსკი - მივმართავ მათ ვინც უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას სთავაზობს: მზად არიან თავიანთი შვილები ტერორისტებს გადასცენ?

როგორ შეუძლია უკრაინას უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს არის აბსოლუტური სიგიჟე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქმე მხოლოდ ჩვენს სიტყვებში ან აზრებში არ არის. საკითხავია, რისთვის ვართ მზად და რისთვის არა? როგორ შეუძლია უკრაინას, უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. იქ ჩვენი ხალხი ცხოვრობს, ჩვენი ოჯახები ცხოვრობენ, იქ ბავშვები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ისინი ყველა უკრაინული საზოგადოების ნაწილი არიან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიის დათმობა იმას ნიშნავს, რომ საკუთარი შვილები ტერორისტებს გადასცე. ”ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, მათ ჩაგრავენ, აუპატიურებენ, კლავენ. საქმე მხოლოდ მიწაში არ არის, საქმე ცოცხალ ადამიანებში, მათ ბედში, მათ ისტორიებშია. საქმე ამ ოჯახებში, მათი შვილებშია. მივცეთ ბავშვები? არ ვიცი, ვინ ლაპარაკობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს მათთან: მზად არიან თავიანთი შვილები ტერორისტებს გადასცენ? მგონი არა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს