ჯაბა სამუშია ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის წევრებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც თსუ-ის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გაიმართა, ჯაბა სამუშიამ თავისი წიგნის - „თამარ მეფის საფლავის საიდუმლოების“ შესახებ ისაუბრა.

ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

თსუ-ის რექტორმა სტუდენტებთან მიმოიხილა თამარ მეფის საფლავთან დაკავშირებული დღემდე ბურუსით მოცული საიდუმლოები, თამარის ეპოქის დროინდელი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ამ პერიოდის ქართული და უცხოური ისტორიული წყაროები.

„ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს წარმოდგენილი წიგნის შექმნასა და გამოცემასთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები გააცნო, უპასუხა სტუდენტთა კითხვებს, ბოლოს კი გაიმართა დისკუსია.

სტუდენტებმა თსუ რექტორი ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ახალი ნაკადის პირველ შეხვედრაზე მიიწვიეს. ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი თსუ-ში 7 წლის წინ დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში სტუდენტების წინაშე ცნობილი მწერლები, მთარგმნელები, ავტორები წარდგნენ, რომლებმაც მათ საკუთარი შემოქმედება, თანამედროვე ლიტერატურასა და მწერლობაში არსებულ მიმართულებები და საინტერესო ამბები გაუზიარეს.

შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, კლუბის სხვა წევრები დაესწრნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს