გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ვერც მოშე უშველის და ვერც ვერავინ - ბევრი კონსულტანტი ჩამოიყვანეს, რადგან ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ

„ქართულ ოცნებას“ ვერც მოშე [კლუგჰაფტი] უშველის და ვერც ვერავინ, ვინც არ უნდა ჩამოიყვანონ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა ჩამოიყვანონ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებას, რომ პარტიამ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბევრი კონსულტანტი იმიტომ ჩამოჰყავს, რომ “ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ”.

„ქართულ ოცნებას“ ვერც მოშე [მოშე კლუგჰაფტი] უშველის და ვერც ვერავინ, ვინც არ უნდა ჩამოიყვანონ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა ჩამოიყვანონ. პრორუსული ძალა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხთან ერთად მათ აუცილებლად დავამარცხებთ, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.

ბევრი კონსულტანტი ჩამოიყვანეს, იმიტომ, რომ ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ. ერთხელ უკვე ხალხმა მათი ტყუილები ნახა, მათ შორის მოშესთან ერთად შემუშავებული და დარწმუნებული ვარ, ეს ტყუილები ვეღარაფერში ვეღარ წაადგებათ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ პარტიამ, როგორც საარჩევნო პერიოდში სტრატეგიულ მრჩევლებთან, მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, კონტრაქტი გააფორმა.

ამასთან, „ქართული ოცნება“ ავრცელებს მოშე კლუგჰაფტის კომენტარსაც, სადაც აღნიშნულია, რომ მოხარულია საქართველოში დაბრუნებით.

“მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“, - აღნიშნავს მოშე კლუგჰაფტი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის