შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, რამე კავშირი არსებობდეს უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციასა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოზიციას შორის - ეს საქართველოს საკითხით ინსტრუმენტალიზებაა

არ მგონია, რამე კავშირი არსებობდეს უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციასა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოზიციას შორის -ეს საქართველოს საკითხით ინსტრუმენტალიზებაა, რაც არ არის ევროპული მიდგომა და ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, უნგრეთს საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.

„რაც შეხება საკითხს, უნგრეთის პოზიციას რამდენად შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე გავლენა - არ მგონია, რომ რამე გავლენა ჰქონდეს და არ მგონია, რომ საერთოდ, რამე კავშირი არსებობდეს უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციასა და საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოზიციას შორის. მცდელობა, რომ ეს დააკავშირონ, საქართველოს საკითხით ინსტრუმენტალიზებაა, ეს არ არის ევროპული მიდგომა და ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ საქართველოს საკითხი იარაღად იყოს მოლაპარაკებებში გამოყენებული და შემდეგ გადაწყვეტილებები ერთმანეთის ჯინაზე იყოს მიღებული. არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციას საქართველოს საკითხზე, მითუმეტეს, საქართველოსთან მიმართებით იცით, რომ განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს უნგრეთის ხელისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად სწორად მოქმედებდა საქართველოს ხელისუფლება, როცა ვამბობდით, რომ თითოეული ხმა ევროკავშირში მნიშვნელოვანია. ახლა ყველა ხედავს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ერთ ხმასაც კი ევროკავშირში და სწორედ, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ევროკავშირში ერთსულოვნება არსებობს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ევროკავშირის სხვადასხვა განცხადებებმა, ინსტრუმენტებმა იმატა და რა თქმა უნდა, საქართველო წინდახედულად მოქმედებდა ამა თუ იმ განცხადებებთან მიერთებაში, ამ მხრივ სტატისტიკა სხვა წლებში ჩვენს სტატისტიკასთან შედარებით დაწეული იყო, თუმცა, დღეს, ის სრულად იმ ტრენდშია, რაც საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა, 50%-ს გადააჭარბა საქართველოს შესაბამისობამ ევროკავშირის განცხადებებში. ეს ტენდენცია იყო შარშან, წლის ბოლოს 35%-მდე იყო შესაბამისობის მაჩვენებელი, თუმცა, ჩვენ ეს ეტაპობრივად დავუბრუნეთ იმ მაჩვენებელს, რომელიც მანამდე ისედაც გვქონდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია