ხატია დეკანოიძე - არის საშიშროება, რომ თუ უნგრეთმა უკრაინასთან მიმართებით ევროკავშირის ლიდერებთან ერთიანი პოზიცია არ დაადასტურა, გაფართოების ტალღა ერთი ან რამდენიმე თვით გადაიდოს

არის საშიშროება, რომ თუ უნგრეთმა უკრაინასთან მიმართებით ევროკავშირის ლიდერებთან ერთიანი პოზიცია არ დაადასტურა, გაფართოების ტალღა ერთი ან რამდენიმე თვით გადაიდოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევრო ოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე აცხადებს, რომ მიუხედავად საფრთხეებისა, იმედი აქვს, სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღება.

„ჩვენ გვესმის, რომ გაფართოების ტალღაში საქართველო იყო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და არსებობს იმის საშიშროება, რომ თუ უნგრეთმა არ დაადასტურა საბოლოოდ ერთიანი პოზიცია ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებული უკრაინასთან მიმართებით, (გაფართოება) გადაიდოს და ეს გადადება მოხდეს რამდენიმე ან ერთი თვით. მსგავსი საშიშროება ქმნის განცდას, რომ გაფართოების ტალღა შესაძლებელია ახლა არ დასრულდეს, თუმცა, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ნამდვილად მიიღებს,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომ „საქართველომ და მისმა მთავრობამ რეფორმები შეასრულეს“ და აღნიშნა, რომ რეფორმები კვლავ შესასრულებელია, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და სამართლიანი არჩევნების მიმართულებით.

„მე ვარჰეის ბოლომდე ვერ დავეთანხმები, რომ ეს იყო რეფორმების შესრულების კონტექსტში მინიჭებული რეკომენდაცია (სტატუსის მინიჭების თაობაზე), ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ რეფორმები კვლავ შესასრულებელია და გვესმის, რომ განსაკუთრებით კანონის უზენაესობის და სამართლიანი არჩევნების კუთხით კვლავ დარჩა სერიოზული სივრცე, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს სახელმწიფომ, „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ უნდა აიღოს ეს ვალდებულება. ამიტომ გეოპოლიტიკა, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხის ნება არის ის ძირითადი, რის გამოც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ფორმალიზება ამის მოხდება სწორედ დეკემბერში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს