გიორგი ვაშაძე - ენა უნდა ამოაჭრა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია

ვის დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს “ქართული ოცნება”? - ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეალურად სიტუაცია ძალიან მძიმეა, ასევე მძიმეა ვითარება საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „მაგრამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია“.

„ქართველი ხალხი არის ადრესატი განცხადების, რომელიც არის ევროკავშირის მინისტერიალის მხრიდანაც, რომ ეს არის განზომილება, რის გამოც კანდიდატის სტატუსს გვაძლევენ და მეორე, არაფერი გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ ამისთვის. პირდაპირი მოწოდებაა: “ გაკეთეთ რეფორმები”, “წაიყვანეთ ქვეყანა წინ”, „ებრძოლეთ დეზინფორმაციას“. ვის დეზინფორმაციას უნდა ებრძოლოს „ქართული ოცნება”? - ენა უნდა ამოაჭრა “ქართული ოცნების” ლიდერებს და დეზინფორმაცია დამთავრებულია. ამიტომ, რეალურად სიტუაცია შემდეგია, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე მაინც მაქვს იმედი, რომ კონსენსუსი იქნება, მაგრამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და „ქართული ოცნება“ შეუთავსებელია. ეს უნდა გავიგოთ ყველამ - ვცვლით ხელისუფლებას, ვატარებთ ყველა რეფორმას, დაჩქარებული წესით ვხდებით ევროკავშირის წევრი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ დეზინფორმაციაზე, კობახიძე, კალაძე, ღარიბაშვილი - ესენი არიან მთავარი დეზინფორმატორები, რომლებიც ევროკავშირზე ამბობენ, რომ სათაგურიაო, ათას სისულელეს ამბობდნენ. კობახიძემ ხომ თქვა, „ომს თუ დავიწყებთ, მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო