„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ვაზისუბნის მამული“ განახლებად ენერგიაზე გადავიდა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს - სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „ვაზისუბნის მამული“ განახლებად ენერგიაზე გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 279,000 დოლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა და ის მზის ელექტრო სადგურის მოწყობასა და დამონტაჟებას მოხმარდა.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „ვაზისუბნის მამულში“ 500 კვტ. სიმძლავრის ელექტრო სადგური მოეწყო. დაყენდა 633 ერთეული - 570 ვატიანი და 334 ერთეული - 420 ვატიანი მზის პანელი. მზის სადგურის წლიური გენერაცია კი, 630 000 კილოვატს შეადგენს.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის, ლალი ყელაურაძის განცხადებით, კომპანია სამომავლოდ არაერთი მსგავსი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.

„გარემოზე ზრუნვა და ამოწურვადი რესურსების ალტერნატივით ჩანაცვლების ხელშეწყობა „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ „ვაზისუბნის მამულმა“ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად მზის პანელები დაამონტაჟა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს და გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება. კომპანია სამომავლოდ არაერთი მსგავსი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს. წარმატებებს ვუსურვებთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ახალი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში