„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მენეჯერთა კურსის ფარგლებში უკვე 500 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დამატებით 15 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა, რითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში გადამზადებულ მენეჯერთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობითვე, ექსპორტის მენეჯერთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ზუგდიდში, "აწარმოე საქართველოში" საკონსულტაციო ცენტრში გაიმართა. კურსის განმავლობაში ექსპორტის მენეჯერები სწორედ საკონსულტაციო ცენტრში გადამზადდნენ, რომელიც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებს ემსახურება.

კურსი სააგენტომ კავკასიის უნივერსიტეტისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა.

„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკა მამუკელაშვილის განცხადებით, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და ადგილობრივი კომპანიების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეფექტური ოპერირება, სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და ადგილობრივი კომპანიების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეფექტური ოპერირება, ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლიდან, ყოველწლიურად, სააგენტო ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს მართავს, რომელიც ქართული ბიზნესების უცხო ბაზრებზე ღირსეულად პოზიციონირებას უწყობს ხელს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთადერთი სრულფასოვანი კურსი ექსპორტის საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორს კვალიფიციურ ექსპორტის მენეჯერებს უმზადებს.

ვამაყობთ, რომ ჩვენი ძალისხმევითა და პარტნიორების მხარდაჭერით, ქართულ ბიზნესს უკვე 500 გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი ჰყავს, რომლებიც კომპანიებს და ქართულ პროდუქციას საექსპორტო პოტენციალს უზრდიან“, - აღნიშნა ნიკა მამუკელაშვილმა.

სააგენტოს ცნობით, ექსპორტის მენეჯერთა კურსი მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესების და ექსპორტის სტიმულირების მიზნით. კურსი 15 მოდულისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა საქონლის წარმოშობა, ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა და ა.შ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო