პარიზში საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტი საქართველოზე დებატებს მასპინძლობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მონაწილეობს

პარიზში საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტი საქართველოზე დებატებს მასპინძლობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტია „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ჟაკ დელორის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი თორნიკე გორდაძე მონაწილეობენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ევროპის დედაქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ არსებული მთავრობის პირობებში, „რომლის რუსეთთან კავშირებმა ბევრი კითხვა დაბადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას.“

„იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და, სავარაუდოდ, ევროპული საბჭო ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ევროპის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აინტერესებთ, სტატუსის მიღების შემდგომ რამდენად გადადგამს საჭირო ნაბიჯებს ოლიგარქ ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო ნაბიჯებს. ევროპის დედაქალაქებში ეჭვი ეპარებათ, რომ არსებული მთავრობის პირობებში, რომლის რუსეთთან კავშირებმა ბევრი კითხვა დაბადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ტესტს, რომ საქართველომ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება