ირაკლი კობახიძე - სპეკულაციურია განცხადება, რომ შესაძლოა, უნგრეთის პოზიციამ საქართველოს საკითხი დააბრკოლოს - შარშან გამიჯნეს, წელს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინცდამაინც ერთ კალათში იყოს მოთავსებული?

სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება, რომ შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დააბრკოლოს - შარშან გამიჯნეს, წელს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინცდამაინც ერთ კალათში იყოს მოთავსებული უკრაინასა და სხვა ქვეყნებთან ერთად? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი და უნგრეთი ერთმანეთთან შეთანხმდებიან.

„ასეც და ისეც, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ უნდა აისახოს საქართველოს თემაზე, მით უმეტეს, რომ შარშანდელი გამოცდილებაც გვაქვს. შარშან უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი, საქართველოს - არა, ანუ, ავტომატურად არავის უგულისხმია, რომ უკრაინის და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ნიშნავდა. პირიქით, გამიჯნეს აქედან საქართველოს საკითხი. ნუ, შარშან, გამიჯნეს, წელს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინცდამაინც ერთ კალათში იყოს მოთავსებული უკრაინასა და სხვა ქვეყნებთან ერთად? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება, რომ შესაძლოა, უნგრეთის პოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით დააბრკოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მმართველი გუნდის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის გასაჯაროების მომხრეა.

„შეიძლება, ევროკომისიის მოთხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროვდეს ვიდრე კონსულტაციები გრძელდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, დოკუმენტი დამტკიცებულია ოფიციალურად სამთავრობო კომისიის მიერ. მე ვარ მომხრე, რომ გასაჯაროვდეს დოკუმენტი, რაც შეიძლება მალე, აქ დასამალი არაფერი არ არის. ეს არის მარტივი დოკუმენტი, სადაც გაწერილია აქტივობები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს