„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება შეიმუშავა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და საქართველოს გამოწვევების გათვალისწინებით, შეიმუშავა საკანონმდებლო წინადადება უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების შესახებ, რაც ქვეყანას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს 13 დეკემბერს წარედგინა.

„2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ შეფასებაში ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს 9 დათქმის შესრულებით პირობით. ერთ-ერთი დათქმა მოიცავს მოწოდებას, რომ გაუმჯობესდეს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე.

ამ საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევა, რომელთაც ეფუძნება საკანონმდებლო წინადადება. პარლამენტში წარდგენამდე წინადადების შინაარსი გავაცანით პარლამენტის წევრებს და მოვისმენთ მათი მოსაზრებები.

საკანონმდებლო წინადადება შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა, მათ შორის:

უსაფრთხოების სექტორის კონტროლისათვის პარლამენტში ახალი სტრუქტურის (კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით) შექმნა;

საპარლამენტო კონტროლის სრულად გავრცელება სუს-ის ჩატარებულ ღონისძიებებზე, უსაფრთხოების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და საიდუმლო შესყიდვებზე;

სპეციალური ცოდნით აღჭურვილი ექსპერტების საბჭოს შექმნა, რომელიც კომპეტენტურად გააკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება