აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ნანა გაბელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ნანა გაბელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს ივენ კალს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და მათი სამოქმედო არეალის გაფართოებაზე ისაუბრეს, ასევე სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.

„შეხვედრას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, აშშ საელჩოს გრანტების მენეჯერი, თამუნა ხერგიანი, გაცვლითი და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი, თათა თოდრია და ინგლისური პროგრამების კოორდინატორი, ლიკა გუმბერიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება