პაატა მანჯგალაძე - ახალ პირობებს შორისაა ის, რომ ევროპის საგარეო კურსს დაუახლოვდეს საქართველოს კურსი - ვინ ააცდინა? „ქართულმა ოცნებამ“

ახალ პირობებს შორისაა ის, რომ ევროპის საგარეო კურსს დაუახლოვდეს საქართველოს კურსი. ვინ ააცდინა? – „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს დასკვნას გაფართოების შესახებ.

მანჯგალაძის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება პირობებს შეასრულებს.

„ახალი პირობები იცით, რომელთა შორისაა „დაუახლოვდეს ევროპის საგარეო კურსს საქართველოს საგარეო კურსი“. ვინ ააცდინა საქართველო ევროპულ კურსს? – „ქართულმა ოცნებამ“. თუ ის მოინდომებს, ბოდიშს მოიხდის და დაიწყებს ამის გამოსწორებას, მივეხმარებით ამ პროცესში. თუ აღიარებენ, რომ ანტიდასავლურ, რუსულ ნარატივებს ავრცელებდნენ, ამას შეინანებენ, ბოდიშს მოიხდიან, მივეხმარებით, რომ ეს არ განმეორდეს. თუ აღიარებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო ფიქციაა და კორუფციასთან მართლა აპირებენ ბრძოლას, ამაშიც სიამოვნებით მივეხმარები. თუ იტყვიან, რომ ძალაუფლება ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და არ შეიძლება ბანკი „ქართუ“ - ივანიშვილის კარზე მოსამსახურეები, იყოს საქართველოს ხელისუფლება, ამაშიც მივეხმარები „ქართულ ოცნებას“, მაგრამ არ ვარ იმ ასაკში, რომ ასეთი ფუჭი ოცნებების მჯეროდეს,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს