ალეკო ელისაშვილი - როგორც „ფეოლაში“, იპოლიტე ხვიჩიას არ უნდოდა მის გუნდს მოეგო, აი, ზუსტად ეგრე იყო „ქართული ოცნება“ - ყველაფერი გააკეთა, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ გვაძლევენ

„ფეოლა“ ყველას გაქვთ ნანახი, იპოლიტე ხვიჩია რომ თამაშობს მთავარ როლში - როგორც იპოლიტე ხვიჩიას არ უნდოდა მის გუნდს მოეგო, აი, ზუსტად ეგრე იყო „ქართული ოცნება“ - ყველაფერი გააკეთა, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ გვაძლევენ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ორბანის პოზიციას უკრაინასთან მიმართებით, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ის ვერ შეაფერხებს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ ევროკავშირი სტატუსს ორი ფაქტორის გამო გვაძლევს, რაც არის გეოპოლიტიკური ფაქტორი და ქართველი ხალხის ნება.

„რატომ გვაძლევენ? - გადამწყვეტი არის ორი რამ. პირველი არის ის, რომ ევროკავშირში ხედავენ ქართველი ხალხის ევროპულ სულისკვეთებას და მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მარტში ის საძაგელი კანონი მიიღო - ხალხი ევროპის დროშებით გამოვარდა, კიდევ უფრო მძიმე არგუმენტი გაჩნდა ჩვენს მხარეს სტატუსის სასარგებლოდ და ეს დაინახეს ევროპაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ფაქტორია გეოპოლიტიკური მოცემულობა. ხედავენ „ევროკავშირში“, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნის ეს, რომ ბოლომდე გადაგვყლაპოს, ისედაც რას სჩადის, ლამის კვირა არ გავა უდანაშაულო ქართველი არ მოკლან რუსებმა და არ დაამცირონ ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო