ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა

2023 წლის 12-13 დეკემბერს, თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიზნით შექმნილი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის რიგით მე-10 სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მხრიდან კომიტეტს თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ვაჭრობის სფეროში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი.

„კომიტეტის ფარგლებში შეთანხმებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საბაჟო საკითხები, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საჯარო შესყიდვები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, კონკურენცია, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება და სხვა.

შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს აღნიშნულ სფეროებში DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესაბამისად 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას DCFTA-ის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომლის პირველადი პროექტი ქართულმა მხარემ მოამზადა და გადასცა ევროკომისიას. აღნიშნული გეგმა ორმხრივად შეთანხმებულ პრიორიტეტულ რეფორმებს ითვალისწინებს, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო ხელშესახებს გახდის DCFTA-იდან მიღებულ სარგებელს. მსგავსი გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ მოლდოვასა და უკრაინას.

შეხვედრის დასასრულს, ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო