რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ჭიათურაში საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

დღეს, ჭიათურაში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარი გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზეიმო მსახურებას უძღვებოდა და ტაძარი აკურთხა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი). ღვთისმსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები ესწრებოდნენ.

„მიტროპოლიტმა დანიელმა განსაკუთრებულად აღნიშნა სახელმწიფოს ფინანსური დახმარება ტაძრის მშენებლობაში და მხარდაჭერისთვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს მადლობა გადაუხადა.

ჭიათურაში იმყოფებოდნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, უფროსი სპეციალისტი ავთანდილ კვერნაძე და სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება