ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა

ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუდმივი განვითარების საჭიროება და წარმატება 21-ე საუკუნეში, მენეჯმენტის ფსიქოლოგია და კომუნიკაცია ორგანიზაციაში - ეს ის თემებია, რომელზეც მოწვეულმა ტრენერებმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ზურაბ მხეიძემ სტუმარმასპინძლობის სფეროში დასაქმებულ პირებს ესაუბრნენ.

„ლექციების მიზანი ტურიზმის სფეროში დასაქმებულ თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და რეგიონში მომსახურების ხარისხის ამაღლებაა.

წლის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“ და საბაზისო კურსი სომელიებისთვის. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს