თბილისი პარაგრაფში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ გაიმართა

13 დეკემბერს, თბილისი პარაგრაფში, „კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ მორიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები უცხოეთიდან და საქართველოდან.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დირექტორატის წევრებმა.

მოწვეულმა პროფესორებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის მკურნალობის მიწოდებაა! დროული, ზუსტი დიაგნოზის დასმით, ციფრული აპარატურის და კვალიფიციური ექიმების დახმარებით კიბოს დამარცხება შესაძლებელია.

კიბო არ არის განაჩენი!

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება