გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში ბიუჯეტი არ იქნება ხალხისთვის სამართლიანი, ვიდრე ხელისუფლებაში მძარცველი „ოცნება“ გვეყოლება -  ხალხს - არაფერი, ელიტებს - ყველაფერი, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა

ამ ქვეყანაში ბიუჯეტი არ იქნება ხალხისთვის სამართლიანი, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი „ოცნება“ გვეყოლება, ხალხს - არაფერი, ელიტებს - ყველაფერი, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის მოთხოვნებს შორის პენსიის საშუალოდ 90 ლარით ზრდა და სკოლებში ბავშვთა უფასო კვებაა.

მისივე თქმით, ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ არ დაიხარჯება, სანამ ხელისუფლებაში „მძარცველი ძალა იქნება“.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ 90 ლარით საშუალოდ, ყოველთვიურად, 350 000-ზე მეტ პენსიონერს გაეზარდოს პენსია და "ლიბერთი ბანკის" უსამართლო ბეგარა მოვხსნათ და მეორე - ბავშვებს სკოლაში საკვები მივცეთ.

ამ ორ უმარტივეს საკითხზეც კი, რომლის ფულიც ბიუჯეტში არის, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს და სამაგიეროდ, იმ პროექტებში, რომელშიც უკვე ასობით მილიონია დახარჯული, კიდევ დამატებით ასობით მილიონის დახარჯვას აპირებენ. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ამ ქვეყანაში ბიუჯეტი არ იქნება ხალხისთვის სამართლიანი, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი ოცნება გვეყოლება.

სანამ ხალხი, რომელთა მთავარი მიზანიც არის ფულის კეთება, იქნება ხელისუფლებაში, ბიუჯეტი ყოველთვის ელიტებისთვის იქნება გათვლილი. ხალხს - არაფერი, ელიტებს - ყველაფერი. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება