ლაშა ხუციშვილი - სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 000 დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო 7 000 ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.

მისი თქმით, დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაორმაგდა და შეადგენს 230 მილიონ ლარს.

„გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, გრძელდება „სოფლად სახლის" პროგრამით იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა. ეკომიგრანტთა მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილი იყო 8,0 მლნ ლარი, თუმცა ამ პროგრამას დაემატა 15 მილიონი ლარი. დამატებული თანხა მიიმართება მიმდინარე წელს გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ ოჯახების კომპენსაციებზე, რომელთაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები და ეს სახლები არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. როგორც იცით, ამავე საჭიროებისათვის წელს უკვე გამოვყავით 15 მილიონი ლარი და ჯამურად აღნიშნული დაფინანსება სრულად მოაგვარებს არსებულ გამოწვევებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება