ლაშა ხუციშვილი - 2024 წელს გარემოს დაცვის მიმართულებაზე 650 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს გარემოს დაცვის მიმართულებაზე 650 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მისივე თქმით, მუნიციპალური გარემოსდაცვითი პროგრამებისათვის 450 მლნ ლარი დაიხარჯება.

„აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, მათ შორის, გათვალისწინებულია: გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის დაფინანსების გასამმაგება;

ადრეული გაფრთხილებისა და პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, დაგეგმილია დამატებითი მეტეოროლოგიური სადგურების შეძენა-მონტაჟი; მყინვარულ ხეობებში შესაძლო ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების დეტალური შეფასება და ქვეყნის მასშტაბით მსხვილი მეწყრული უბნების გეოლოგიური კვლევა და თანამედროვე მონიტორინგის სისტემის ინსტალირება (24 მლნ ლარი);

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ღონისძიებების დაფინანსება - 29 მლნ ლარით;

სატყეო სისტემების მართვისთვის - 35 მლნ ლარი;

დაცული ტერიტორიების მართვისთვის - 23 მლნ ლარზე მეტი. გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, პროგრამისთვის დამატებით გამოიყო 3,0 მლნ ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების პროგრამის ხელშეწყობისთვის გერმანიის მიერ გამოყოფილ გრანტს და მის თანადაფინანსებას;

მყარი ნარჩენების მართვისთვის - 88 მლნ ლარი”, - განაცხადა ლაშას ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს