ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს - ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის ბიუჯეტი 51%-ით გაიზარდა - შეგიძლიათ საზოგადოებას აუხსნათ რა იყიდეთ, მოსმენების დამატებითი აპარატურა იყიდეთ?

რატომ დაგჭირდათ ოტოს [ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი] ბიუჯეტის გაზრდა და რატომ შემცირდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, მაშინ როდესაც შოვისა და გურიის ტრაგედიების შემდეგ არავითარი წინასწარი შეტყობინების სისტემაზე არ არის საუბარი, - ამ შეკითხვით მიმართა „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის, რომელიც პარლამენტში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

დეკანოიძის განცხადებით, 2016 წლიდან სუს-ის დაფინანსება 106 მილიონით გაიზარდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება კვლავ იზრდება. სუს-ის დაფინანსება 2016 წლიდან 106 მილიონით გაიზარდა. იმ თანხიდან, რა თანხითაც იზრდება სუს-ის დაფინანსება, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იზრდება 9%-ით, ხოლო ოპერატიული-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა ე.წ. მოსმენების დეპარტამენტის, 51%-ით გაიზარდა. შეგიძლიათ საზოგადოებას აუხსნათ ამ 51%-ით რა იყიდეთ? მოსმენების დამატებითი აპარატურა იყიდეთ?

ოპერატიული-ტექნიკური მომსახურება რატომ გაიზარდა 51%-ით? წინასწარი შეტყობინების ტექნოლოგიურ სისტემებზე, საერთოდ არ არის გამოყოფილი თანხა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 16%-ით, სამოქალაქო უსაფრთხოების დონის ამაღლება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნა და მართვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით, 2 მილიონით არის გაზრდილი, აქ აღჭურვაზეა საუბარი თუ გადამზადებაზე?“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება