ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნებისათვის

2024 წელს მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნებისათვის, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

მისი თქმით, მომავალ წელს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად მიიმართება 300 მლნ ლარი, რაც მოიცავს წარმოების სექტორის სესხების სუბსიდირების, საკრედიტო-საგარანტიო სქემების და მცირე გრანტების პროგრამებს;

„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დასაფინანსებლად, გამოყოფილია 81 მლნ ლარი, მათ შორის, 53 მლნ ლარი სოფლების ინტერნეტიზაციის პროექტისათვის;

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისათვის, გამოყოფილია 120 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება 500 კმ-მდე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია და 1100-ზე მეტი ელექტროგადამცემი ანძის მშენებლობა/მონტაჟი, ასევე, მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაცია, რომელთა დიდი ნაწილის დასრულებაც გათვალისწინებულია 2024-2025 წლებში და უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობასა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებას;

სივრცითი დაგეგმარებისათვის, გათვალისწინებულია 14 მლნ ლარი.

პროექტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, ეკონომიკის სამინისტროს დამატებით გამოეყო 5 მილიონი ლარი, რომელიც მიიმართება შავი ზღვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში კვლევითი სამუშაოების ნაწილობრივ დაფინანსებაზე”, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს