ირაკლი ნადარეიშვილი - OECD-ს კვლევა ადასტურებს, რომ  ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა  ძალიან მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება

საქართველო უპირობო ლიდერად დასახელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსის შეფასებით ნაწილში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი ევროპული დასტური, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური რეფორმები, რასაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს, არის თანმიმდევრული, ეფექტიანი და ინკლუზიური, მიმართული ქვეყანაში სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც OECD-ის ევრაზიის კვირეულში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი 2024" (SME Policy Index - 2024) მე-4 რაუნდის შედეგების პრეზენტაცია დღეს საფრანგეთის დედაქალაქში ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ორგანიზაციის მიერ პარიზში წარმოდგენილი კვლევის შედეგების თანახმად, რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველ პოზიციას იკავებს და კვლავ ლიდერია.

OECD-ს კვლევა „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი" უკვე მეოთხედ მომზადდა, ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ქვეყნებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: პასუხისმგებლიანი მთავრობა; სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ბაზარზე წვდომა; ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პარიზში წარმოდგენილ მიმოხილვაში საქართველო საუკეთესო იყო შემდეგი მიმართულებებით: ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო, ოპერაციული გარემო, გადახდისუუნარობა და მეორე შანსი, სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო შესყიდვები, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, მცირე და საშუალო მეწარმეობის ინტერნაციონალიზაცია, ბიზნესის ხელშემწყობი სერვისები და ინოვაციური პოლიტიკა.

„კვლევა ძალიან კომპლექსურია, მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და ყველა ამ მიმართულებაში საქართველო უპირობო ლიდერია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკის ნაწილში, ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილშიც საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. საქართველო ლიდერობს უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმართებაში კვლევის 12-დან 11 ძირითად პარამეტრში. რაც მთავარია, ეს შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მაღალ ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ევრაზიის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში ასევე მონაწილეობენ საქართველოს დელეგაციის წევრები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ცისნამი საბაძე - როგორც საქართველოს მხრიდან OECD-ის აღნიშნული შეფასების ეროვნული კოორდინატორი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის