დავით კირკიტაძე ფინანსთა მინისტრს - მინდა შექებით დავიწყო, არ მინდა, იფიქროთ, რომ  შარზე ვართ, საკმაო შრომაა გაწეული - ბიუჯეტი სწორად გაქვთ დაგეგმილი, მაგრამ არ ჩანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება

მართალი ხართ აბსოლუტურად, სწორად გაქვთ დაგეგმილი ბიუჯეტი, ერთადერთი, რაზეც ჩვენ პრობლემა გვაქვს არის ის, რომ ამ ბიუჯეტში არ ჩანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას წარადგენს.

დავით კირკიტაძის განცხადებით, ფინანსურ ნაწილში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ქვეყანაში პრობლემები იმიტომ არ გვარდება, რომ „ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნება არ აქვს.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მინდა შექებით დავიწყო. გულწრფელად არ მინდა, რომ იფიქროთ, ვართ შარზე და ვერ ვხედავთ იმ საქმიანობას, რაც ფინანსთა სამინისტროსგან იყო გაწეული, რომ მიგვეღო დღეს ასეთ ბიუჯეტი. მართლაც საკმაო შრომაა გაწეული. ბევრჯერ ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები გვქონდა კომიტეტებში, ფრაქციებშიც, სხდომათა დარბაზშიც და თქვენ ნახეთ, რომ არსებითად ბიუჯეტის დაგეგმარების პრობლემა არ წამოწეულა. მნიშვნელოვანია პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობაც და ერთობლიობაში რომ ვთქვათ, ამ კუთხით კრიტიკა ფაქტობრივად არ ყოფილა.

საერთოდ არ მგონია, რომ კორუფციაა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ამ ბიუჯეტში. აქ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და მისი გუნდი იყო და არც მინდა შეგადაროთ იმ სტრუქტურას, იმდენად მაღალი დონის პროფესიონალებით და კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული თქვენი სამინისტრო, განსხვავებით მათგან. მაგრამ ხომ მაინც თქვენზე მოდის საყვედურები, რომ ფასები იზრდება, ინფლაციაა. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ ეს ერთიანი ჯაჭვია პროცესის და პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს, რა პრობლემა იყო 12 წლის განმავლობაში სკოლაში კვების ობიექტები, ე.წ. სასადილოები მოწესრიგებულიყო. პოლიტიკური ნება არ არის და იმიტომ არ მოწესრიგდა თორემ თქვენგან და თვენი მოადგილისგანაც მიგვიღია პასუხი, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ ფინანსურ ნაწილში ვერ ვხედავთ პრობლემას, რაღაც არის, რაც ხელს უშლის ამის განხორციელებას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო