პოლონეთის ელჩი - საქართველო და მისი ხალხი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას - მინდა ყველა მოქალაქეს ვუსურვო სამი მთავარი რამ: რწმენა, შედეგები და გამბედაობა

საქართველოში წლის ბოლო ნამდვილად იყო ემოციებით სავსე, თუმცა ეს წელი ნამდვილად არის განსაკუთრებული, რადგან საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა - კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკევიჩმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის შეფასებით, რთულად წარმოსადგენია, რომ 2024 წელი ნაკლებად ინტენსიური და დატვირთული იქნება.

მარიუს მაშკევიჩმა საქართველოს რწმენა, შედეგები და გამბედაობა უსურვა.

„ჩემთვის პრივილეგიაა, რომ ვარ ყველაზე ხანდაზმული ელჩი საქართველოში. დღეს მე მომიწევს დიპლომატიური კორპუსის სახელით საუბარი. მინდა მთელი დიპლომატიური საზოგადოების სახელით მოგესალმოთ. საქართველოში წლის ბოლო ნამდვილად იყო ემოციებით სავსე, თუმცა ეს წელი ნამდვილად არის განსაკუთრებული, რადგან საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა - კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. იმედი გვაქვს, რომ ასე მოხდება. რთულად წარმოსადგენია, რომ 2024 წელი ნაკლებად ინტენსიური და დატვირთული იქნება ყველა ჩვენგანისათვის.

საქართველო და მისი ხალხი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას: უსაფრთხოების მიმართულებით. რუსეთი უპრეცედენტოდ აგრესიულია, იმპერიალისტური პოლიტიკა გრძელდება მისი მხრიდან, რაც ართულებს რეფორმების ჩატარებას. საქართველოში ასევე ტარდება საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად, მსურს, რომ საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს ვუსურვო სამი მთავარი რამ: რწმენა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ დაძლიოთ გამოწვევები, მოკლე გზების გარეშე. შედეგები - რომელიც წარმატების განუყოფელი ნაწილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ უაზროდ დაკარგონ შესაძლებლობები და გამბედაობა, რომელიც აუცილებელია რომ დავინახოთ შესაძლებლობები და გამოვიყენოთ ისინი.

დიპლომატიური კორპუსის და ჩემი კოლეგების სახელით მინდა ასევე პირადად ვუსურვო საუკეთესო სურვილები პრეზიდენტს: კარგი ჯანმრთელობა, წარმატება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და სამსახურში ქართველი ხალხის მიმართ“,- განაცხადა მარიუს მაშკევიჩმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია