ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა გამსჭვალული იყო ოპტიმიზმით - იყო მოწოდება ერთიანობისკენ დიდი მიზნის ირგვლივ, ეს იყო ძალიან პოზიტიური გზავნილი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა გამსჭვალული იყო ოპტიმიზმით.

ამის შესახებ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნითი მიღების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, ქვეყნისგან განხორციელებულ იქნება.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა გამსჭვალული იყო ოპტიმიზმით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ასევე, იყო მოწოდება ერთიანობისკენ ამ დიდი მიზნის ირგვლივ. ასე რომ, ეს იყო ძალიან პოზიტიური გზავნილი.

უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა იმისათვის, რომ გაატარო ქვეყნისთვის საჭირო რეფორმები, რომ ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. ამიტომ კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაცია, ყველა რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, ქვეყნისგან განხორციელებულ იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს