იგორ ნარმანია - მიხეილ სააკაშვილისთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ევროპული გზა და არა პირადი ინტერესები

მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის გარეშე არ უნდა გაგზავნილიყო ეს პეტიცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რადგან სწორედ მან დაიწყო პირველად რეფორმების გატარება და ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ევროპული გზა და არა პირადი ინტერესები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს შედგა კარგი პოლიტიკური აქტი, როდესაც სამი პრეზიდენტის გზავნილი ეგზავნება ევროპელ მეგობრებს.

„თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც რეალურად პირველად აღმართა ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ და რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული გზის გაჩარხვა, რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული რეფორმების გატარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი.

მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის გარეშე არ უნდა გაგზავნილიყო ეს პეტიცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი და არა პირადი ინტერესები“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს