ოლექსი დანილოვი - რუსეთთან ომს არ წავაგებთ - ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა

უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, უკრაინა რუსეთთან ომს არ წააგებს.

„ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზეა უამრავი ქვეყანა, რომელიც ამ საზიზღრობასთან - რუსეთის ფედერაციასთან - ბრძოლაში გვეხმარება“, - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, ცხადია, ფრონტზე შეიძლება იყოს რთული სიტუაციები. ომი ძალიან რთული რამაა და ესა თუ ის პოზიცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

„მაგრამ გაითვალისწინეთ, ყოველი ღამის შემდეგ დგება დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით. ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში ჩავარდნა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რთული სიტუაციები არსებობს, მთავარია, არ იყოს საბედისწერო, დღეს არაფერია საბედისწერო“, - აღნიშნა დანილოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს