ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი გაიხსნება, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი დაიწყება. ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის უახლეს მოვლენებს და უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.

ამასთან, სამიტის დროს ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, მათ შორის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესს და ამ კუთხით შემდგომ ნაბიჯებს.

გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

განსახილველ საკითხებს შორისაა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაც. ამასთან, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ოქტომბერში ბოლო შეხვედრის განხილვის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები, შეთანხმების მიღწევის მიზნით, 2021-2027 წლების მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე იმსჯელებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს